რა შემთხვევაშია ადამიანი ბედნიერი?

რა შემთხვევაშია ადამიანი ბედნიერი?

კვლევის თანახმად, მხოლოდ ერთი ფაქტორი განსაზღვრავს, მამაკაცი საკუთარ ცხოვრებას ბედნიერს უწოდებს თუ არა. საამისოდ გამოიყენება ერთი მონაცემი, პოზიტიური აზროვნების ინდექსი. გამოკითხვაში 5,000 ამერიკელი მამაკაცი მონაწილეობდა, რადგან კვლევა მათზე იყო ფოკუსირებული.

“სამუშაოთი კმაყოფილება” ბერიმ და მისმა გუნდმა გამოიკვლიეს 5,000 მამაკაცი სხვადასხვა სოციალური წრიდან და მრავალმხრივი გამოკითხვის საშუალებით, შეისწავლეს მათი შეხედულებები ბედნიერებაზე, თავდაჯერებულობაზე, კონტროლის გრძნობაზე, ემოციურ სტაბილურობაზე, მოტივაციასა და ოპტიმიზმზე. ცდისპირებს ისეთი კითხვებიც დაუსვეს, რაც მათი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შეფასებაში დაეხმარებოდათ: კარიერა, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი, ურთიერთობა, ფული, ფიზიკურობა, მენტალური ჯანმრთელობა. მთლიანი გამოკითხვიდან, რომელიც სექტემბერში ჩატარდა, ორი ძირითადი დასკვნა გამოიტანეს. პირველ რიგში, კარგი ამბავი: საერთო ჯამში, ამერიკელი მამაკაცები საკმაოდ ბედნიერები არიან. ისინი პატივს სცემენ და აფასებენ გულწრფელობას, საიმედოობას, სხვებისადმი პატივისცემასა და ლოიალობას. მეორე დასკვნა: ის, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და საკუთარ ჯანმრთელობასა და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაზე წინ დგას, არის, რამდენად კმაყოფილები არიან სამსახურით. როგორც ოფიციალურ რეზიუმეშია ნათქვამი: მამაკაცები სამსახურში პოულობენ სიმშვიდეს, ყველაფერი სხვა სწორედ აქედან მომდინარეობს. მამაკაცები, რომლებსაც სამუშაოთი კმაყოფილების დონე მაღალი აქვთ, ხშირად არიან ოპტიმისტურები, ბედნიერები, მშვიდობიანები, ემოციურად სტაბილურები, თავდაჯერებულები და აკონტროლებენ თავს. სამუშაოთი კმაყოფილება, პოზიტიურობის ყველაზე მკაფიო განმსაზღვრელია. გავლენა კვლევამ ასევე აჩვენა, რა განსაზღვრავს სამუშაოთი კმაყოფილებას და რას აკეთებენ მამაკაცები საამისოდ. უმეტესწილად, ეს ფულთან არ აღმოჩნდა კავშირში, არამედ ის, თუ რა გავლენა აქვთ მამაკაცებს საქმისა და დამსაქმებლის საბოლოო წარმატებაზე. ამაში კი რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს: იყენებს თუ არა თავის ნიჭს სამსახურში ისმენს თუ არა განსხვავებულ მოსაზრებებს რამდენად ხშირად და ადვილად შეუძლია თანამშრომლებთან საუბარი თუ გრძნობს, რომ მის მოსაზრებას აფასებებს თუ შთაგონებულია მასთან მომუშავე ადამიანებით ყველაზე საინტერესო, რაც ვნახე იყო ის, რამდენად ეწინააღმდეგებოდა ამ კვლევის შედეგები ჰარვარდის საგრანტო კვლევას, რომელმაც 1938 წლიდან მოყოლებული, 724 კურსდამთავრებული მამაკაცის ცხოვრება შეისწავლა. ამ კვლევის თანახმად: “საქმე სიმდიდრეს ან დიდებას არ ეხება, არც უფრო ინტენსიურად და ხანგრძლივად მუშაობას. ყველაზე მკაფიო, რაც ამ კვლევის შედეგად დავინახეთ იყო ის, რომ ურთიერთობების დახმარებით ვგრძნობთ თავს უფრო ბედნიერად და ჯანმრთელად.” როგორც კვლევამ აჩვენა, სამსახურით კმაყოფილების შემდეგ, ამ 5,000 მამაკაცისთვის მთავარი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, შემოსავალი, ასაკი უფრო მთავარი იყო, ვიდრე ურთიერთობები და მეგობრობა. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველაზე ბედნიერები ამერიკაში, მეტწილად, 50 წელს გადაცილებული მამაკაცები იყვნენ, რომლებიც შუაგულ ამერიკაში ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ… მთელი კვლევა დააფინანსა კომპანიამ Harry’s, რომელიც მამაკაცებისთვის თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებს. შესაძლოა, ამ ფაქტორმა ყურადღების მიღმა დატოვა ერთი რამ: კომპანიას საერთოდ არ აინტერესებდა, რა აბედნიერებთ ქალებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიამ დააფინანსა გამოკითხვაც, რომელიც 2,000 ბრიტანელ მამაკაცს კვლევდა, იმავე კითხვების დასმით. საინტერესოა, რომ შედეგები, დიდწილად, ამერიკელების კვლევას ემთხვეოდა. კვლევაში არ გათვალისწინებულა მოსახლეობის 51%, რაც ნიშნავს, რომ არ გამოუკვლევიათ, რა განსხვავებაა ბედნიერების ქალურ და მამაკაცურ გაგებას შორის. შესაბამისად, კვლევა გაგრძელებას საჭიროებს. თუმცა, ამასობაში, სასარგებლო დასკვნის გაკეთების საშუალება მაინც მოგვეცა. თუმცა, იქამდე: თუკი, თავს ისე ბედნიერად ვერ გრძნობთ, როგორც შეიძლება ყოფილიყავით და ფიქრობთ, როგორ შეიძლება გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება, დაუსვით საკუთარ თავს ეს მნიშვნელოვანი შეკითხვა: როგორ ვგრძნობ თავს, ვიყენებ საკუთარ უნარებს და ვიღებ სათანადო დაფასებას სამსახურში? თუკი პასუხი უარყოფითია, დროა, ცვლილებებზე დაფიქრდეთ. წყარო: inc.com



დაამატე კომენტარი