Top 10 უფასო თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

Top 10 უფასო თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა სცადოთ

დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ 10 უფასო თამაში Android და IOS პლატფორმაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ თქვეს მობილურ მოწყობილებაზე. შესაძლოა ზოგი მათგანი თქვენთვის უკვე ცნობილია კიდეც.

Subway Surfers

ANDROID/IOS
 
ალბათ ყველამ კარგად იცით გრაფიტის მოყვარული ბიჭი, რომელიც პოლიციელს გაურბის და სხვადასხვა დაბრკოლებების, წინაღობების გადალახვა უწევს. ეს თამაში უკვე რამდენიმე წელია ინარჩუნებს ერთ-ერთ საუკეთესო თამაშის ტიტულს და დამეთანხმებით, რომ მართლაც ასეა.

Shadow Fight 3

ANDROID/IOS
 
Fighting ჟანრის ერთ-ერთი ცნობილი თამაშის, Shadow Fight 2-ის ახალი ნაწილი, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია მისი წინამორბედისგან. გაუმჯობესებულია გრაფიკა, ტექსტურები, ჩრდილების მაგივრად ახლა უკვე რეალურ პერსონაჟებთან გიწევთ ბრძოლა, დახვეწილია თამაშის ტექნიკა და ახლა ის უფრო დინამიურია. გირჩევთ, რომ ეს თამაში აუცილებლად ჩაიწეროთ, რადგან ის Shadow Fight 2-ის შედეგ უდიდესი ნახტომია დეველოპერული კომპანიისთვის.

Injustice 2

ANDROID/IOS
 
Injustice-ის შემდეგი ნაწილი, რომელიც დაფუძნებულია DC კომიქსების ამავე სახელის ერთ-ერთ სერიაზე, სადაც სუპერგმირები და ბოროტქმოქმედები ერთმანეთს უპირისპირდებიან სისხლისმღვრელ ბრძოლაში. როგორც მიხვდით, ეს არის Fighting ჟანრის თამაში დინამიური გეიმფლეითა და საინტერესო სიუჟეტით. თუ გაქვთ ნათამაშები მისი პირველი ნაწილი, Injustice 2-ის ჩაწერის შემდეგ დარწმუნდებით, რომ თამაშის გრაფიკა საკმაოდ გაუმჯობესებული და დახვეწილია, ხოლო პერსონაჟების შესაძლებლობები უფრო მრავალფეროვანია. აღნიშნულ თამაშში შეგიძლიათ საკუთარი პერსონაჟის და მისი კოსტუმის გაუმჯობესებაც.

Last Day on Earth: Survival

ANDROID/IOS
 
ეს არის Survival ჟანრის თამაში, სადაც აგროვებთ ნივთებს, იარაღებს, მასალას, ვითარდებით, აშენებთ ბაზებს და ემზადებით ზომბების მოსაგერიებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშში შეხვდებით რეალურ მოთამაშეებსაც და მათი ნაგებობების გაძარცვაც კი შეგეძლებათ. აღნიშნიშნულმა თამაშმა საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა ეგრეთწოდებული მულტიფლეიერის არსებობის გამო.

Lineage 2: Revolution

ANDROID/IOS
 
MMO RPG ჟანრის თამაში, მულტიფლეიერითა და საინტერესო პერსონაჟებით.  ვისაც ამ ჟანრის თამაშები მოსწონს, Lineage 2: Revolution ერთ-ერთი ფავორიტი გახდება მისთვის.

Need for Speed™ No Limits

ANDROID/IOS
 
ეს არის Electronic Arts-ის ცნობილი, სარბოლო ჟანრის თამაშის Android ვერსია, რომელიც დახვეწილი გრაფიკითა და მრავალფეროვანი გეიმფლეით გამოირჩევა. უამრავი მანქანები და მოდიფიკაციები მოთამაშეს აძლევს შესაძლებლობას, თამაშის ყოველი წამისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს.

Beat Racer

ANDROID/IOS
 
პირდაპირ გეტყვით, რომ მისი თამაში ყურსასმენებით ბევრად მეტ სიამოვნებას მოგანიჭებთ, რადგან მოთამაშის ყოველი ქმედება და გრაფიკული ეფექტები იდეალურად ერწყმის მუსიკის მელოდიას, რაც საკმაოდ საინტერესო და დინამიურ გეიმფლეის იძლევა. სარბოლო ჟანრის ეს თამაში მალევე გახდა პოპილარული და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.


Asphalt 8: Airborne

ANDROID/IOS
 
სარბოლო ჟანრის ცნობილი თამაში, უამრავი მანქანით, მელოდიებით, სხვადასხვა სარბოლო ლოკაციებითა და დინამიური გეიმფლეით, მოთამაშეს დაუვიწყარ სიამოვნებას ანიჭებს. ეს თამაში ნამდვილად გაგრძნობინებთ თავს რბოლაში, სადაც ყოველი ქმედება დამოკიდებულია თქვენს რეაქციასა და შესაძლებლობებზე.

Angry Birds 2

ANDROID/IOS
 
ცნობილი თამაშის Angry Birds-ის მეორე ნაწილი, რომელშიც გაუმჯობესებულია თამაშის ტექნიკა, ეფექტები, დამატებულია სხვადასხვა საფეხურები და მულტიფლეიერი, რაც მას საინტერესოსა და გამოწვევებით სავსეს ხდის.

Race Kings

ANDROID/IOS


სარბოლო ჟანრის ახალი თამაში მულტიფლეიერითა და სხვადასხვა გამოწვევებით. მოთამაშე ერთი ერთზე ეჯიბრება მოწინააღმდეგეს, ხოლო გამარჯვებისთვის საჭიროა თქვენი მანქანა ოპონენტისაზე ადრე მივიდეს ფინიშის ხაზამდე. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშის დაწყებამდე თქვენს მოგებაზე შეგიძლიათ დადოთ თანხა, რომელსაც მოგების შემთხვევაში ორმაგად დაიბრუნებთ.




დაამატე კომენტარი