Xbox One X: ახალი ერა ვიდეო თამაშების ისტორიაში

Microsoft-მა 11 ივნისს გამართულ ღონისძიებაზე, მსოფლიოს თავისი ახალი ამბიციური პროექტი Scorpio წარუდგინა Xbox One X-ის სახით, ახალი კონსოლი ნამდვილად გამოირჩევა თვისი ტექნიკური მახასიათებლებით, იგი მთლიანად ჩრდილავს Sony-ის Playstation 4 Pro-ს, რომელიც აქამდე მოწინავე კონსოლად მიიჩნეოდა. Xbox One X-ის დიზაინი მეტად მინიმალურია და იგი არაფრით გამოირჩევა აქამდე არსებული კონსოლებისგან, ზომაც მოსალოდნელზე მცირე რაც თქვენს სათამაშო სივრცეს ზედმეტად არ გადატვირთავს. კონსოლის ტექნიკური მახასითებლები კი ნამდვილად არ არიან მორცხვნი დიზაინის მსგავსად და ისინი მომხმარებლის წინაშე მთელი თავისი დიდებულებით წარსდგებიან.

  • 6 ტერაფლოპიანი ვიდეო ამაჩქარებელი სიხშირით 1.172Ghz
  • 12 გიგაბაიტი GDDR5 ვიდეო დაფა
  • 326GB წამში მონაცემების გადაცემის სიხშირე
  • 8 მილიონამდე პიქსელის წარმადობა
  • HDR (მაღალი დინამიურობის დიაპაზონი)
  • ფერთა ფართო აღქმა
  • Premium Dolby Atmos ხმოვანი სისტემა
  • 4K UHD დისკების წამკითხველი
  • წყლის გაგრილების სისტემა
დამეთანხმებით მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები საუკეთესო სათამაშო პერსონალურ კომპიუტერსაც შეშურდებოდა. ეს ტექნიკური მახასიათებლები საკმარისზე მეტია, რომ თამაშები 4k გაფართოებით, წამში 60 კადრი სიხშირით გაუშვას. ამას ემატება ისიც რომ ღონისძიებაზე უამრავი ექსკლუზიური თამაშების პრეზენტაცია მოხდა, რომლებიც ორიენტირებულია იმაზე რომ ბოლომდე წარმოაჩინოს Xbox One X-ის შესაძლებლობები.
Microsoft-მა ასევე დააანონსა თავისი შუა კლასის კონსოლი  Xbox One S რომელიც მართალია ისეთივე მძლავრი არაა როგორც One X მაგრამ ის თავის მომხმარებელს უკმაყოფილოს არ დატოვებს, მასაც შეუძლია 4K ვიდეო თამაშების გაშვება და სამომხმარებლო ინტერფეისში უპრობლემოდ ლავირება. ამ კონსოლს ძირითადად დამწყები მოთამაშეები შეიძენენ თავისი ფასისა და ხელმისაწვდომობის გამo, Microsoft-ის ამოცანაც ხომ ეს იყო, რომ შეხებოდა ყველა დონის მომხმარებელს ბაზარზე და მათ ეს წარმატებით გამოუვიდათ.
Xbox One X გარდა 4K ვიდეო თამაშებისა ასევე შეუძლია VR  თამაშების გაშვება და მათი სრულიად რეალურად წარმოჩინება, ამა ფაქტს ისიც ამყარებს რომ მას Microsoft-ის წარმოების ჰოლოგრამიული სათვალეებიც მოყვება კომპლექტაციაში, ეს უკანასკნელი კი ძალიან ბევრ ძალას მოითხოვს კონსოლისგან ან პერსონალური კომპიუტერისგან, მაგრამ One X-ისთის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, კიდევ ერთხელ მადლობა მის უძლიერეს ტექნიკურ მახასიათებლებს.

ვინ უნდა იყიდოს Microsoft-ის ახალი კონსოლი? იმ ადამიანმა ვისთვისაც ვიდეო თამაშები ცხოვრების წესია და მათ გარეშე არსებობა არ შეუძლია, ასევე ისეთმა ადამიანება ვისაც სურს რომ ვირტუალური რეალობით ბოლომდე ისიამოვნოს და მეტიც, თავისი ჰოლოგრაფიული სამყაროც შექმნას. One S კონსოლი კი უფრო დამწყებთათვისაა შექმნილი და იგი მხოლოდ ვიდეო თამაშების სათამაშოდ თუ გამოდგება, მისგან თავისდამკარგავ ვირტუალურ რეალობას არ უნდა ველოდოთ. ამ კონსლების შეძენა 2017 წლის 7 ნოემბრიდან შეგეძლებათ.Xbox One X-ის საბაზრო ღირებულება $499 იქნება, სამწუხაროდ უცნობია ახალი თაობის Xbox One S-ის სავარაუდო ფასიც კი.



დაამატე კომენტარი