Gameloft-მა Asphalt 9: Legends ახალი სარბოლო თამაში წარადგინა!

დიდი ალბათობით ძალიან ბევრს გეცოდინებათ Gameloft-ის ბოლო დროის ყველაზე პოპულარული რბოლების თამაში – Asphalt 8: Airborne, რომელიც iOS-სა და Android მოწყობილობებზე 2013 წლიდან მოღვაწეობს და ძალიან ბევრი მობილური მოთამაშის გულიც დაიპყრო, არა მხოლოდ თავის დროზე საუკეთესო გრაფიკის გამო, არამედ იმ ფაქტორისაც, რომ Gameloft-ი თავის მოთამაშეებს რეგულარულად ახალ რუქებს, მანქანებს თუ სათამაშო კონტენტს სთავაზობდა.
თამაშის მერვე ნაწილის წარმატების საწინდარზე, Gameloft-მა გადაწყვიტა ფანები გაეხარებინა და ამდენი წლის შემდეგ თამაშის სიქველი შეეთავაზებინა განახლებული გრაფიკით, რუქებით თუ ძრავით.
გუშინ კომპანიამ დახურულ პრეს-კონფერენციაზე თამაშის მეცხრე ნაწილი – Asphalt 9: Legends წარადგინა.
საწყისისთვის, Asphalt 9: Legends-ს აქვს სრულიად ახალი გრაფიკა და განახლებული ძრავი, რომელიც წინამორბედისგან დიდი ნაბიჯებით წინ არის წაწეული. რა საკვირველია შენარჩუნებულია ყველასათვის საყვარელი ტრამპლინები და ყოველ ნაბიჯში უამრავი ნიტრო. ბევრს შესაძლოა რეალურ სამყაროსთან ახლო რბოლები მოსწონს, თუმცა არარეალობა და გართობა სწორედ Asphalt-ის ფრენჩაიზის არსია.
Asphalt 9 მოიცავს 50-მდე მანქანას ისეთი სუპერ-მანქანების მწარმოებლებისგან, როგორიცაა: Ferrari, Lamborghini, Porsche და ა.შ, ასევე არის სრულიად ახალი, დახვეწილი რუქები, რომლებიც სავსეა დეტალიზაციით, ნიტროთი და ტრამპლინებით. თამაშს რა საკვირველია სრული კარიერული რეჟიმი აქვს, თუმცა Gameloft-ი კვლავ ინარჩუნებს ვალდებულებას, რომ თავისი თამაშები კონტენტით აავსოს და მხარდაჭერილი წლების განმავლობაში ჰქონდეს, რაც Asphalt 9-საც ეხება.
Gameloft-მა Asphalt 9: Legends უკვე გამოუშვა სატესტო ფაზაში და ის ჯერ-ჯერობით მხოლოდ iOS-ზე, უფრო კონკრეტულად კი ფილიპინების App Store-შია დღევანდელი დღიდან ხელმისაწვდომი.
ჯერ-ჯერობით სამწუხაროდ უცნობია, თუ როდის აპირებს კომპანია თამაშის გლობალურად გამოშვებას ორივე მობილურ პლატფორმაზე, თუმცა დიდი ვარაუდით ეს იქნება ამავე წლის გაზაფხულზე.



დაამატე კომენტარი