ლონდონში მტვერსასრუტით 120 ათასი ფუნტი სტერლინგი მოიპარეს

ლონდონში მტვერსასრუტით 120 ათასი ფუნტი სტერლინგი მოიპარეს

ლონდონში დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა პარკინგის მრიცხველებიდან ათობით ათასი ფუნტი სტერლინგი მტვერსასრუტების გამოყენებით მოიპარეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
მოწყობილობას ისინი ბურღით და სხვა საშუალებებით ჯერ ხვრეტდნენ, შემდეგ კი მასში მტვერსასრუტის შლანგს დებდნენ და ფულს ასე ისრუტავდნენ.
ამ ხერხით მათ კენსინგტონსა და ჩელსიში 120 ათასი ფუნტი სტერლინგი მოიპარეს.
ქალაქის საბჭოში არ გამორიცხავენ, რომ ასეთი ტიპის ქურდების წინააღმდეგ საბრძოლველად, პარკირების ადგილებში გადახდისთვის მობილური აპლიკაციით, უნაღდო ანგარიშსწორება  შემოიღონ.
ეს შესაძლოა არ მოეწონოთ მძღოლებს, რომელთა 70%, გამოკითხევბის თანახმად, ნაღდ ანგარიშსწორებას ამჯობინებენ.



დაამატე კომენტარი